სერხიო რამოსმა დაქორწინება გადაწყვიტა
Aa
Aa

სერხიო რამოსმა დაქორწინება გადაწყვიტა

სერხიო რამოსმა და მისმა მეგობარმა გოგონამ, პილარ რუბიომ დაქორწინება გადაწყვიტეს და ამის შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელების მეშვეობით აცნობეს. "მან თქვა: დიახ! მიყვარხარ... სამუდამოდ". - დაწერა რამოსმა საკუთარ "ტვიტერსა" და "ინსტაგრამზე". 

ესპანელი ფეხბურთელი და მისი საცოლე ერთმანეთს 2012 წლის შემდეგ ხვდებიან და 3 საერთო შვილი: 4 წლის სერხიო, 2 წლის მარკო და 4 თვის ალეხანდრო ჰყავთ.

პილარ რუბიო მადრიდში დაბადებული ესპანელი მსახიობი, მოდელი, რეპორტიორი და ტელეწამყვანი გახლავთ. იგი ბოლო წლებში, რამდენიმე ცნობილი ტელეგადაცემის სახე იყო. ნათამაშები აქვს 5-მდე ფილმში და საკმაოდ ბევრ ტელესერიალში. აღსანიშნავია ისიც, რომ პილარი 40 წლისაა, სერხიო კი - 32-ის. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები