ლონდონის მეტროს შემდეგ ინგლისის ნაკრები სუპერმარკეტების ქსელმა დააფასა
Aa
Aa

ლონდონის მეტროს შემდეგ ინგლისის ნაკრები სუპერმარკეტების ქსელმა დააფასა

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ინგლისისთვის დასამახსოვრებელი გამოდგა, „სამმა ლომმა“ მოსახლეობას იმედი ჩაუსახა, რომელიც „ნისლიან ალბიონს“ დიდი ხნის განმავლობაში არ დატოვებს.

რუსეთიდან დაბრუნებულ ნაკრებს, პატივი ჯერ ლონდონის მეტრომ, ხოლო შემდეგ სუპერმარკეტების ქსელმა, “Lidl“-მა მიაგო. ამ უკანასკნელმა ნაკრების ყველა ფეხბურთელისთვის საპარკინგე სივრცე  მშობლიურ ქალაქებში მდებარე სუპერმარკეტებთან გამოყო. ასფალტზე „სამი ლომის“ წევრების ფოტოა გამოსახული და მათი მშობლიური ქალაქის სახელთან ერთად, თან ასეთი წარწერა ახლავს: „ყოველთვის დიდი ოცნებები გქონდეთ“.

“Lidl-მა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „ტვიტერზე“ პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა: „რუსეთში გამოვლენილი ეპიკური ძალისხმევის გამო, ჩვენ ინგლისის ნაკრების მოთამაშეებს (არც გარეტ საუთგეიტი დაგვვიწყებია) პარკინგის ადგილები, მშობლიურ ქალაქებში, სუპერმარკეტების წინ შევუნახეთ, თუ ოდესმე გვესტუმრებიან მანქანის დაყენების პრობლემა ნამდვილად არ ექნებათ“.

გუნდის კაპიტანმა, ჰარი კეინმა, რომელიც 6 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა, თავისი ადგილი ჩინგფორდში მიიღო, საუთგეითს ქროულში ერგო, ხოლო ტრიპიერმა და პიკფორდმა ადგილები ვაშინგტონში და ბერიში „დაისაკუთრეს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები