რონალდუ
Aa
Aa

რონალდუ "იუვენტუსის" ამერიკულ ტურნეს გამოტოვებს

იტალიის მოქმედი ჩემპიონი, ტურინის "იუვენტუსი" წლის პირველ მოსამზადებელ ეტაპს ამერიკაში გაივლის. "ბიანკონერის" ოფიციალურმა საიტმა დღეს დაადაასტურა, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი აღნიშნულ ტურნეში მონაწილეობას არ მიიღებს.

თავდაპირველი მონაცემებით, რონალდუს გვარი ტურნეს განაცხადში ფიგურირებდა, თუმცა სამედიცინო შტაბმა კლუბის მწვრთნელს მისი იტალიაში დატოვება ურჩია, რაც ალეგრიმ გაითვალისწინა.

მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე რამდენიმე ფეხბურთელი: პაულო დიბალა, როდრიგო ბენტანკური, გონსალო იგუაინი, დუგლას კოშტა და ხუან კუადრადო, იტალიაში 30 ივლისს უნდა გამოცხადდნენ და სავარჯიშო პროცესში ჩაერთონ. კრიშტიანუც ამ ფეხბურთელებს შეუერთდება და წვრთნას მათთან ერთად სპეციალური პროგრამით დაიწყებს. 

"ბიანკონერი" ამერიკიდან 6 აგვისტოს დაბრუნდება და სრული შემადგენლობით ვარჯიშს 8 აგვისტოდან შეუდგება, თუმცა არის გამონაკლისიც - მუნდიალის ფინალის მონაწილე ფეხბურთელები: მარიო მანჯუკიჩი, ბლაიზ მატუიდი და მარკო პიაცა, ტურინში 12 აგვისტოს გამოცხადდებიან.

იტალიური გრანდი ამერიკული ტურნეს ფარგლებში 4 შეხვედრას გამართავს და 25 ივლისს "ბაიერნს", 28 ივლისს "ბენფიკას", 1 აგვისტოს MLS-ის ყველა ვარსკვლავის გუნდს, ხოლო 4 აგვისტოს "რეალს" დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ - რონალდუ: "ფეხბურთით დიდ სიამოვნებას ვიღებ და ვთვლი, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები