Aa
Aa

"ისინი უნდა მოვკლათ, მესისთან ერთად ან მესის გარეშე" - როგორ დამუხტა პოგბამ ნაკრები...

ფრანგულმა ტელეარხმა, TF1-მა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელშიც ნაჩვენებია, რა ხდებოდა საფრანგეთის ნაკრების გასახდელში არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებთან მატჩებისას.

ფილმში პოლ პოგბას მნიშვნელობაა წამოწეული, რომელიც თანაგუნდელებს სულშიჩამწვდომი სიტყვებით ამხნევებდა.

სახლში წასვლა არ მსურს. მინდა, მოედანზე ერთად მოვკვდეთ, როგორც კაცები, მეომრები, ჯარისკაცები!..

დღეს, ისინი უნდა მოვკლათ, მესისთან ერთად ან მესის გარეშე, არ მაინტერესებს! ჩვენ აქ ამ დედა მოტ...ული მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ჩამოვედით“.

ურუგვაის ნაკრებთან 1/4 ფინალური მატჩი ბლაიზ მატუიდიმ ყვითელი ბარათები გამო გამოტოვა, რაც პოგბამ საკუთარი მონოლოგისას გამოიყენა.

ეს არის! უკანდასახევი გზა აღარ არსებობს. ჩვენ გზა უნდა გავაგრძელოთ და შევხვდეთ 15 ივლისს, ყველა ერთად!

დღეს, ბლაიზს თამაშის უფლება არ აქვს, ის იმედგაცრუებული და გაღიზიანებულია! მას მოედანზე ბევრი რამის გაკეთება და კიდევ თამაში სურს! ის დეპრესიაშია!

ჩვენ დღეს მისნაირი ბიჭებისთვის უნდა ვიბრძოლოთ! ის ახლა ჩვენთან ერთად მოედანზე ვერ გამოვა, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენთანაა! ყველამ თავისი მაქსიმუმი უნდა გაიღოს!

ჩვენ ვაპირებთ, რომ ერთმანეთისთვის ვითამაშოთ, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით - არგენტინასთან ან კიდევ ბევრგან! ჩვენ საუკეთესოები უნდა დავამარცხოთ, რომ საუკეთესოები თავად გავხდეთ“!

მაიკლ კერიკის წასვლის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ კაპიტანი ჯერჯერობით არ აურჩევიათ. ასე რომ, შესაძლოა, ჟოზე მოურინიომ პოგბას ლიდერის თვისებები დააფასოს და გუნდის გაძღოლა მას მიანდოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები