პირლომ სამწვრთნელო კურსი წარმატებით დახურა და სექტემბერში გამოცდას ჩააბარებს
Aa
Aa

პირლომ სამწვრთნელო კურსი წარმატებით დახურა და სექტემბერში გამოცდას ჩააბარებს

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანდრეა პირლომ კარიერის დასრულებიდან რამდენიმე თვეში, სამწვრთნელო საქმიანობის დაწყება გადაწყვიტა და სპეციალური კურსი უკვე გაიარა.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სამწვრთნელო კურსებს, "სკუადრა აძურას" ბაზა "კოვერჩიანომ" უმასპინძლა. აქ ლექციები ივნისიდან მოყოლებული ტარდებოდა და მომავალი მწვრთნელები განათლებას იღებდნენ.

"კოვერჩიანოში" პირველად 14 წლის ასაკში მოვედი და მას შემდეგ ეს ჩემი მეორე სახლია. აქ ყველას ვიცნობ: მიმღების თანამშრომლებსა თუ მოსამსახურეებს. 

ჩვენს მიერ გავლილი კურსი საშუალებას გაძლევს, ცოდნა გაიღრმავო და შენს თვალსაწიერში ახალი სივრცე შექმნა. ის სივრცე, რომელზეც ფეხბურთელობისას არ ფიქრობდი". - განაცხადა პირლომ.

აღნიშნული კურსი უეფას A და B ლიცენზიების ნორმებს აკმაყოფილებს, შესაბამისად, თუკი ნასწავლს მწვრთნელები სექტემბერში დაგეგმილ გამოცდაზე წარმატებით გამოიყენებენ, ისინი ნახსენებ ლიცენზიებს მიიღებენ, რითაც შემდეგ დონეზე მუშაობის უფლება მიეცემათ: ახალგაზრდული გუნდის გაწვრთნა და სერია C-ს კლუბის მთავარი მწვრთნელობა, ასევე, სერია A-სა და სერია B-ში მთავარი მწვრთნელის ასისტენტობა.

პირლოსთან ერთად, კურსი არაერთმა ცნობილმა სახემ დახურა და ისინიც სექტემბრის გამოცდისთვის მოემზადებიან: ალბერტო ჯილარდინო, გაბრიელ ბატისტუტა, დანიელე ბონერა, პაოლო კანავარო, მატეო კონტინი, ფრანსელინო მატუსალემი, პაოლო მონტერო და ტიაგო მოტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები