კანმა პიკფორდი შეაქო
Aa
Aa

კანმა პიკფორდი შეაქო

ინგლისის ეროვნული ნაკრების მეკარე, ჯორდან პიკფორდი მიუნხენის „ბაიერნის“ ინტერესთა სფეროში მოექცა. გერმანელებს ჯერ ნაბიჯი არ გადაუდგამთ, თუმცა სავარაუდოა, რომ ტრანსფერზე უახლოეს პერიოდში ამუშავდებიან.

24 წლის ბრიტანელი გოლკიპერი, ლეგენდარულმა ოლივერ კანმა შეაქო და მას ის მეკარე უწოდა, რომლის თამაშიც საკმაოდ მოსწონს.

ახალგაზრდა ინგლისელი, ჯორდან პიკფორდი ისე თამაშობს, როგორც ამას კარგი მეკარე უნდა აკეთებდეს. მას შესანიშნავი რეაქცია აქვს და მცველებსაც იდეალურად ეხსნება, რითაც გუნდს ბურთის შენარჩუნებაში ეხმარება.

მართალია, ხორვატიის წინააღმდეგ ბურთს იმდენჯერ არ შეხებია, რამდენჯერაც მისი ვიზავი, დანიელ სუბაშიჩი, მაგრამ მცველები არაერთხელ დააზღვია და ხშირად ზუსტ პასებსაც არიგებდა.

მოკლედ რომ ვთქვა, მასში დიდ პოტენციალს ვხედავ“.

ჯორდან პიკფორდი „ევერტონის“ რიგებში გასულ ზაფხულს, „სანდერლენდიდან“ 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, რითაც ყველაზე ძვირადღირებული ბრიტანელი მეკარე გახდა.

მას მერსისაიდელებთან ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები