Aa
Aa

"ბარი" სერია ბ-დან სერია დ-ში გავარდა

შარშანდელ სეზონში „ბარი“ სერია ა-ში გადმოსვლასთან ძალიან ახლოს იყო, „ბიანკოროსი“ ფლეი-ოფში „ჩიტადელას“ უპირისპირდებოდა და რომ გაემარჯვა უმაღლესში აღზევდებოდა, თუმცა სულ მალე ყველაფერი შეიცვალა... ამ მომენტიდან ერთი თვის შემდეგ  „ბარი“ ბანკროტად  გამოცხადდა. „ლიდსის“ მფლობელმა და ადგილობრივმა ბიზნესმენმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ახლა „ბიანკოროსის“ სერიოზული პრობლემები აქვს.

ქალაქის მერმა, ანტონიო დეკარომ, გუნდის სერია დ-ში გადაყვანა გადაწყვიტა და ფეხბურთის შესანარჩუნებლად ადგილობრივ ინვესტორებისგან ჩამოყალიბებული ჯგუფის შერჩევას გეგმავს.

gianlucadimarzio.com-თან საუბრისას დეკარომ განაცხადა: „ არა მხოლოდ „ბარისთვის“ არამედ მთლიანი ქალაქისთვის საშინელი დღეა. ჩვენ ბრძოლაში დავმარცხდით, რომელიც მოედანზე განცდილ მარცხზე 1000-ჯერ უფრო მტკივნეულია. ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა, რამდენჯერმე ალბათ ჩემს უფლებებსაც გადავამეტე... როგორც გულშემატკივარი ისე ვიქცეოდი... მაგრამ“...

„ქალაქში ფეხბურთის შესანარჩუნებლად ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ. ბარი და გულშემატკივრები საყვარელი სპორტის გარეშე დარჩენას არ იმსახურებენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები