მარტინესი აზარს
Aa
Aa

მარტინესი აზარს "ჩელსიდან" წასვლას ურჩევს

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი ედენ აზარს „ჩელსის“ დატოვებას ურჩევს.

შესაძლოა, ახლა იდეალური დროს იყოს საიმისოდ, რომ აზარმა რაღაც ახალი სცადოს. ის საკმარისად მომწიფებული ფეხბურთელია და ლიდერის თვისებებიც ჭარბად აქვს. მისი თამაში კი ნიჭზე და ინტელექტზეა აწყობილი.

ჩემი აზრით, ის ახლა კარიერის საუკეთესო ეტაპზეა და ნებისმიერ გუნდს გააძლიერებდა. ფეხბურთელს ახალი გამოწვევები და პროექტები სჭირდება. ალბათ, ახლა კარგი დროა, რომ წავიდეს, როგორც მისთვის, ასევე „ჩელსისთვის“. - აცხადებს მარტინესი.

პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ლონდონელთა მფლობელი, რომან აბრამოვიჩი მზადაა, რომ 220 მილიონიანი წინადადების მიღების შემთხვევაში, აზარი სხვა კლუბში გაუშვას.

„რეალმა“ რამდენიმე დღის წინ „ლურჯებს“ 170 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო, 220 მილიონი ევროს გადახდა კი მადრიდელთა ინტერესში ამ ეტაპზე არ შედის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები