Aa
Aa

"მოგესალმებით რუსეთში... ტურნირის MVP" - პუტინის ქოლგამ ინტერნეტსივრცე დაიპყრო!

საფრანგეთისა და ხორვატიის ფინალური მატჩი სანახაობრივი და დრამატული გამოდგა, რომელიც „მამლების“ სასარგებლოდ 4:2 დასრულდა.

თასის აღმართვამდე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლის დროსაც ძლიერად გაწვიმდა.

წვიმის დროს ერთმა ფაქტმა ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო, რომელიც დღეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა გახლავთ.

წვიმის დროს ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-პიტაროვიჩი დასველდნენ და ისინი ამ მდგომარეობაში კარგა ხანს იმყოფებოდნენ.

ერთადერთი ადამიანი ვისაც არ აწვიმდა ეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო, რომელსაც ციდან პირველივე წვეთის ჩამოვარდნის შემდეგ უმალვე ქოლგა გაუშალეს.

ასეთი სურათი საკმაოდ დიდ ხანს იყო და ყურადღებაც სწორედ ამიტომ მიიპყრო.

სოციალური ქსელები ამ ფაქტის ამსახველმა ფოტოებმა მოიცვა და twitter-ზე მას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა.

“მე მკვდარი ვარ. პუტინი ერთადერთია ვისაც ქოლგის გამოყენების უფლება აქვს“.

„ტურნირის MVP: პუტინის ქოლგის ბიჭი“

„დაიწყო ხმამაღალი საუბრები პუტინის შესახებ, თუ როგორ იდგა ის ქოლგის ქვეშ, რა დროსაც მაკრონი და გრაბარ-კიტაროვიჩი წვიმის ქვეშ იმყოფებოდნენ, ბედნიერები, გაღიმებულები, თვალცრემლიანები, სრულიად სველი და ეხუტებოდნენ თითოეულ მოთამაშეს“.

„მოგესალმებით რუსეთში... მხოლოდ პუტინს აქვს ქოლგა!“

„ქოლგა მხოლოდ პუტინს რატომ აქვს“?

„სასაცილო ფაქტი: პუტინს ქოლგა აფარია, ხოლო ხორვატიის პრეზიდენტი, 46 წლის კონსერვატორი ქალი სველდება და არ ეტყობა, რომ მას ეს აღელვებს“.

ცნობილი მსახიობი და ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯეიმი ლი კერტისი.

„პუტინს აქვს ქოლგა. საფრანგეთისა და ხორვატიის პრეზიდენტები სველდებიან”.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები