მიჰაილოვიჩი გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის
Aa
Aa

მიჰაილოვიჩი გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ „მილანმა“ საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის აუტსაიდერ „ვერონას“ უმასპინძლა და მეტოქის დამარცხება ვერ მოახერხა(1-1). მატჩის შემდეგ, „როსონერის“ მთავარი მწვრთნელი, სინიშა მიჰაილოვიჩი „Premium Calcio“-ს ესაუბრა და აღნიშნული მატჩი შეაფასა.

„გულშემატკივრები ყველაფერს სამართლიანად აპროტესტებენ. ბოდიშს ვუხდი მათ და გუნდს. არასდროს არ ვსაუბრობ არბიტრებზე, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლი იმას, რაც ზედიზედ ორ მატჩში ხდება. ორი სამართლიანი გოლი გაგვიუქმეს და ბონავენტურაზე პენალტი არ დაგვიდეს. ამის შემდეგ, შანსი გვექნებოდა და მიზანსაც მივაღწევდით. გუნდი ორ გოლს იტანს რეგურალურად, შევქმენით სამი ძალიან სახიფათო მომენტი პირველ ტაიმში და კიდევ 3-4 მეორე ტაიმში. ჩვენ არ ვთამაშობდით პრიმავერასთან, ვთამაშობდით სერია ა-ს გუნდთან.

ბევრი მომენტი შევქმენით და გავიტანეთ 2 გოლი, კაცს გაგდების შემდეგ მაინც ლიდერები ვიყავით და ბონავენტურამ პენალტიც მოიპოვა. ამის შემდეგ, მეტი რა უნდა გავაკეთოთ? 18-ჯერ დავარტყით კარისკენ. ეს უკვე პირველად არ ხდება, არ მინდა მსაჯებზე საუბარი, მაგრამ სულელი არ ვარ. ყველაფერი ვცადეთ, 3-ჯერ შევცვალეთ სქემა. საწყის თამაშებთან შედარებით, მაინც გაუმჯობესებულია გუნდი. ბიჭები ბევრს მუშაობენ და მჯერა რომ, მალე ეს ყველაფერი შედეგსაც მოიტანს. გულშემატკივრებს აქვთ უფლება გამოხატონ თავისი აზრი. როდესაც ისინი სტვენით გამოხატავენ უკმაყოფილებას, ეს ფეხბურთის ნაწილია - განაცხადა სინიშა მიხაილოვიჩმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები