პოლ პოგბამ ინგლისის ნაკრების ქომაგებს დასცინა?
Aa
Aa

პოლ პოგბამ ინგლისის ნაკრების ქომაგებს დასცინა?

მუნდიალზე მიღწეული გამარჯვების შემდეგ საფრანგეთის ნაკრების ლიდერმა, პოლ პოგბამ, თასთან ერთად იცეკვა და „ფეხბურთი შინ ბრუნდებას“-ს სიმღერით ინგლისის ნაკრების ქომაგებს დასცინა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკლავმა ხორვატიასთან მატჩში გოლი შეაგდო და საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

პოგბამ კრიტიკოსებს მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებულად ჩატარებით უპასუხა და ტურნირის დასრულების შემდეგ ჩემპიონობა დამსახურებულად იზეიმა.

„ინსტაგრამზე“ გავრცელებულ ვიდეოში ფრანგის მიერ ნათქვამი „ფეხბურთი შინ ბრუნდება“ გაისმა, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სიმღერა ინგლისის ნაკრებთან ასოცირდება და წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატზე „სამი ლომის“ შეხვედრების დასრულებისას სტადიონზე რამდენჯერმე გაისმა.

პოგბამ, როგორც ჩანს საკუთარი შეცდომა მალევე გაანალიზა და ვიდეოს დასრულებისას ბოდიში მოიხადა: „ვხუმრობ, ვხუმრობ, მაპატიეთ. უბრალოდ ვიხუმრე, ბოდიში“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები