გატუზოს შესაძლოა ბრალი წაუყენონ - იტალიელი სკანდალში გაეხვა
Aa
Aa

გატუზოს შესაძლოა ბრალი წაუყენონ - იტალიელი სკანდალში გაეხვა

calciomercato-ს ცნობით ''მილანის'' მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო ფულის გათეთრების სკანდალში გაეხვა. აღნიშნული წყაროს ცნობით მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი 2011 წელს მეღორეობის ფერმის აქციების 35 პროცენტის მფლობელი გახდა.

ჯენარო გატუზოს გარდა ფულის გათეთრების სკანდალში 42 პირი გაეხვა, მათგან 8 პირი სამართალდამცავებმა დააკავეს.

კომპანია 2014 წელს გაკოტრდა, თუმცა გატუზომ 2013 წელს აქციები გაყიდა. მიუხედავად ამისა იტალიური მედიის ცნობით შესაძლოა გატუზო ადგილობრივმა სამართალდამცავებმა დააკავონ.

აღნიშნულთან დაკავშირებით გატუზოს ადვოკატმა გააკეთა კომენტარი. მისი თქმით ჯენარო მხოლოდ აქციების მფლობელი იყო და კომპანიის მუშაობაში აქტიურად არ იყო ჩართული.

40 წლის ჯენარო გატუზო 2017 წლიდან ''მილანის'' მთავარი მწვრთნელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები