''ჩელსისთვის'' ბოლომდე დავიხარჯები'' - ჟორჟინიოს ხუთწლიანი კონტრაქტი
Aa
Aa

''ჩელსისთვის'' ბოლომდე დავიხარჯები'' - ჟორჟინიოს ხუთწლიანი კონტრაქტი

''ნაპოლის'' ფეხბურთელი ჟორჟინიო კარიერას ლონდონის ''ჩელსიში'' გააგრძელებს. 26 წლის იტალიელმა ''არისტოკრატებთან'' ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამპლუით ნახევარმცველი ლონდონელთა 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

''აღელვებული ვარ ლონდონურ კლუბში გადასვლით. არ არის ადვილი გახდე ''ჩელსის'' წევრი. ეს ხომ დიდი გუნდია. ყველაფერს გავიღებ ''ჩელსის'' გამარჯვებებისთვის.გუნდის წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯები'' - განაცხადა ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

26 წლის იტალიელი 2014 წელს ''ნაპოლის'' შეუერთდა. გასული წლის ნოემბერში ჟორჟინიომ ჩემპიონთა ლიგაზე გუარდიოლას გუნდს 1 გოლი გაუტანა. ბრიტანული მედიის ცნობით ჟორჟინიო ''მანჩესტერ სიტიში'' გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ ფეხბურთელი ''ჩელსის'' წინადადებას დათანხმდა. ჟორჟინიოს გადაწვეტილებაში მნიშვნელოვანი როლი მაურიციო სარიმ შეასრულა, რომელიც ფეხბურთელს ''ნაპოლიში'' წვრთნიდა. სერია ა-ს გასულ სეზონში ჟორჟინიომ 36 მატჩი ჩაატარა.

წარმოშობით ბრაზილიელი ფეხბურთელი 2010 წლიდან იტალიის ჩემპიონატში ასპარეზობს. ჟორჟინიო 2010-14 წლებში ''ვერონასთვის'' თამაშობდა, 2014 წლიდან გასული სეზონის ბოლომდე კი ნეაპოლურ კლუბში.

2016 წლიდან მოყოლებული ჟორჟინიომ იტალიის ეროვნულ ნაკრებში 6 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები