50 მილიონ ევროზე მეტი 1 დღეში!!!
Aa
Aa

50 მილიონ ევროზე მეტი 1 დღეში!!! "იუვემ" გადახდილი თანხის ნახევარი უკვე ამოიღო!

სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის ''რეალიდან'' 99 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ ტურინის ''იუვენტუსში'' გადავიდა. 

ტურინულ გუნდში რონალდუ 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. საინტერესოა, რომ ''იუვეს'' ქომაგებმა რონალდუს ნახევარ მილიონზე მეტი მაისური შეიძინეს.რონალდუს გაყიდული მაისურების ზუსტი რაოდენობა 520 000 შეადგენს. რაც შეეხება კრიშტიანუს მაისურების შესაძენ ფასს, ბავშვების ფორმა 84,95 ევრო ღირს, ოფიციალური საშინაო ფორმა კი გაცილებით ძვირი - 144,95 ევრო.

მას შემდეგ რაც იტალიურმა კლუბმა რონალდუ წარადგინა და მისი მაისურა ონლაინ-მაღაზიაში განათავსა, ''იუვენტუსის'' ოფიციალურ ვებგვერდს უამრავი ადამიანი ესტუმრა, რის გამოც საიტი გადაიტვირთა და გარკვეული პერიოდი არ მუშაობდა.

როგორც Sun-ზე ვკითხულობთ, თუ წლის ბოლომდე რონალდუს3 მილიონი მაისურა გაიყიდება, იტალიური გუნდი იმაზე მეტ თანხას გამოიმუშავებს ვიდრე რონალდუს ტრანსფერში დახარჯა. ასე რომ ''იუვესთვის'' რონალდუს ტრანსფერი მარკეტინგული კუთხითაც ძალიან სასარგებლო იქნება.

მადრიდის "რეალის" ოფიციალური საიტის ცნობით, კრიშტიანუ რონალდუმ "იუვენტუსთან" შეთანხმებას მიაღწია და იგი კარიერას სწორედ "ალიანც სთედიუმზე" გააგრძელებს.

"მან "იუვენტუსთან" შეთანხმებას მიაღწია! 

9 წლის განმავლობაში, ჩვენს კლუბთან ერთად, უამრავ წარმატებასა და ტრიუმფს მიაღწია. კრიშტიანუ რონალდუ ნიჭის, მონდომების, შრომისა და განვითარების მაგალითი იყო.

მან გუნდის მაისურით 438 შეხვედრა ჩაატარა და 451 გოლი გაიტანა, რითაც კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. 16 ტიტული მოიგო, მათ შორის: 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და უამრავი ინდივიდუალური ჯილდო.

მადრიდის "რეალისთვის" კრიშტიანუ რონალდუ მუდამ უდიდესი სიმბოლო იქნება. კრიშტიანუ, "რეალი" ყოველთვის შენი სახლი იქნება". - ვკითხულობთ "სამეფო კლუბის" განცხადებაში.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულიდან წასვლის შესახებ კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა, რომელსაც, ასევე, "ბლანკოსის" ოფიციალური საიტი გვთავაზობს:

"მადრიდში გატარებული ეს წლები, შესაძლოა, ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყოს. ახლა მხოლოდ მოზღვავებულ მადლიერებას ვგრძნობ. შემიძლია, თქვენგან მიღებული სიყვარულისა და ემოციებისათვის მადლობა გადაგიხადოთ.

ვფიქრობ, სწორი დროა, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდე, "რეალს" ტრანსფერის შესახებ ამიტომ ვთხოვე. მინდა, რომ ჩემმა და კლუბის გულშემატკივრებმა ჩემი გადაწყვეტილება სწორად გაიგონ.

აქ დაუვიწყარი, აბსოლუტურად უნიკალური, ბრწყინვალე 9 წელი გავატარე. გასაოცარი თანაგუნდელები მყავდა, ასევე, გულშემატკივრები, ჩვენ ერთად ჩემპიონთა ლიგის 3-ჯერ მოგება შევძელით. "რეალმა" ჩემს გულში თავისი ადგილი დაიკავა, ამიტომაც, მინდა, მადლობა გითხრათ: პრეზიდენტს, დირექტორებს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, ექიმებს, ფიზიოთერაპევტებს და ყველა წევრს, რომლებიც კლუბისათვის დაუღალავად შრომობდნენ.

მადლობა ყველას და ვიტყვი, რა თქმა უნდა, იმავეს, რაც 9 წლის წინ, აქ მოსვლისას ვთქვი: "ჰალამადრიდ"!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები