რაბიო კატალონიაში - ესპანური გრანდი ფრანგს შეუთანხმდა
Aa
Aa

რაბიო კატალონიაში - ესპანური გრანდი ფრანგს შეუთანხმდა

კატალონიის ''ბარსელონამ'' ადრიენ რაბიოს ფინანსური მოთხოვნები დააკმაყოფილა. ესპანური sport-ის ცნობით ესპანური გრანდი რაბიოს ყოველთვიური ხელფასის სახით 600 000 ევროს გადაუხდის. უცნობია ფრანგის სატრანსფერო თანხა.

''ბარსელონას'' წარმომადგენლები პეპ სეგურა და სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი ბარსელონაში იმყოფებოდნენ.სეგურა და აბიდალი ფეხბურთელსა და მის დედას, ვერონიკას შეხვდნენ. მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.

რაბიოს ფრანგულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2019 წელს ეწურება. 23 წლის ფეხბურთელი პსჟ-ში 17 წლის ასაკიდან თამაშობდა. მან საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 6 მატჩი ჩაატარა. მიმდინარე მუნდიალზე დიდიე დეშამმა რაბიო 23-კაციან განაცხადში არ შეიყვანა.

რაბიო პსჟ-სთან ერთად ოთხჯერ გახდა ლიგა 1-ის გამარჯვებული, ასევე ოთხჯერ მოიგო საფრანგეთის თასი.

2013 წელს საფრანგეთის 19 წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

გასულ სეზონში რაბიომ პსჟ-ს მაისურით ლიგა 1-ის 33 მატჩში 1 გოლი შეაგდო.

იტალიური calciomercato-ს ცნობით, "ბლაუგრანა" პოლ პოგბას ტრანსფერს განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ ''ბარსა'' პოგბას ნაცვლად რაბიოს გადაიბირებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები