ახალი ფორმატით - ესპანეთის სუპერთასი ერთი მატჩი და ნეიტრალურ მოედანზე
Aa
Aa

ახალი ფორმატით - ესპანეთის სუპერთასი ერთი მატჩი და ნეიტრალურ მოედანზე

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სუპერთასის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ფორმატი დაამტკიცა.

დღემდე ესპანეთის სუპერ თასი ორმატჩიანი იყო და გუნდები გასვლა-მიღების სისტემით თამაშობდნენ.

ამიერიდან მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართება და ის ნეიტრალურ მოედანზე შედგება.

გასულ სეზონში ლა ლიგა და სამეთო თასი ორივე „ბარსელონამ“ მოიგო, ამიტომ სუპერ თასზე მათი მეტოქე ფინალში დამარცხებული „სევილია“ იქნება.

შეხვედრა მაროკოში, კერძოდ კი ქალაქ ტანჟერში 12 აგვისტოს გაიმართება.

„ბარსასა“ და „სევილიას“ ქომაგები 6000-6000 ბილეთს მიიღებენ. დარჩენილი ბილეთები ინტერნეტის საშუალებით გაიყიდება და ის ნებისმიერი ქომაგისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები