ბუფონი:
Aa
Aa

ბუფონი: "ჩემთვის რონალდუს „იუვენტუსში“ ხილვა სიურპრიზი ნამდვილად არ იქნება"

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარული გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი, რომელიც ახალი სეზონიდან „პსჟ“-ს კარს დაიცავს, კრიშტიანუ რონალდუს „ბებერ ქალბატონში“ შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს.

ბუფონის თქმით, ის კრიშტიანუს „იუვეში“ ხილვით გაკვირვებული სულაც არ დარჩება.

„ჩემთვის რონალდუს „იუვენტუსში“ ხილვა სიურპრიზი ნამდვილად არ იქნება. გამიხარდება, თუ ეს ასეც მოხდება, რადგან „იუვეს“ ახალი კუმირი სჭირდება, რომელსაც ისინი პატივს სცემენ.

მისი გოლები ჩემს დამწუხრებას არ იწვევდა. ასეთი მხოლოდ ორი მათგანი იყო. ერთი ჩემპიონთა ლიგის ფინალში და მეორე გასულ სეზონში.

რონალდუს ტრანსფერი იტალიური ფეხბურთისთვის კარგი რეკლამა იქნება“.

ევროპული პრესა კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ გადასვლას უკვე დროის საკითხად მიიჩნევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები