თორნიკე შენგელიამ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
Aa
Aa

თორნიკე შენგელიამ საკუთარ მომავალზე ისაუბრა

„ბასკონიას“ ფორვარდი, თორნიკე შენგელია, „მოსკოვის ცსკა“-ში სავარაუდო ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უცხოური გამოცემები აქტიურად იუწყებოდნენ, რომ „არმიელები“ ქართველი მძიმე ფორვარდის სანაცვლოდ სერიოზული თანხების გადახდას აპირებდნენ.

ბერძნულ ტელევიზიასთან საუბრისას თოკომ განაცხადა: „ახლა ცსკაში გადასვლაზე არ ვფიქრობ. ხალხი ამბობს, რომ ჩემი გაფორმება წამყვან კლუბებს სურთ, მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ ევროპის ერთ-ერთ ძლიერ გუნდში ვთამაშობ. ახლა მთლიანად „ბასკონიაზე“ ვარ ორიენტირებული და ჩემს ბედს ღმერთს მივანდობ, თუ იგი ისურვებს რომ კარიერა სხვა კლუბში განვაგრძო, ასეც მოხდება. ვცდილობ საკუთარი თავი წნეხის ქვეშ არ მოვაქციო და ოჯახთან გატარებული თავისუფალი დროით მაქსიმალურად ვისიამოვნო. „ბასკონიასთან“ კონტრაქტი მაკავშირებს და კონცენტრაციას მხოლოდ ბასკურ კლუბზე ვახდენ“.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად თორნიკე საბერძნეთში საკალათბურთო ფესტივალზე იმყოფება, სადაც მასთან ერთად ევროპული კალათბურთის სხვა ვარსკლავები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები