შეიხი თუ რუსი? - „მილანი“ შესაძლოა კვლავ გაიყიდოს
Aa
Aa

შეიხი თუ რუსი? - „მილანი“ შესაძლოა კვლავ გაიყიდოს

„მილანი“ შესაძლოა კვლავ გაიყიდოს. „როსონერის“ ამჟამინდელმა მფლობელმა ლი იონჰონმა ამერიკელი ინვესტორებისთვის 28 მილიონი ფუნტის დაბრუნება ვერ შეძლო.

ხსენებული 28 მილიონი მთლიანი ვალის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს. სრული თანხა, რომელიც ელიოტ მენეჯმენტმა უნდა მიიღოს 353 მილიონი ფუნტი გახლავთ.

„მილანის“ შეძენის პირველი მსურველი უკვე გამოჩნდა და ის საუდის არაბეთის პრინცი ალ ფალასი გახლავთ.

ალ ფალასი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ 415 მილიონი დაუყოვნებლივ გადაიხადოს და „მილანის“ მფლობელი გახდეს.

იტალიური გრანდის შეძენა რუს მილიარდერ დიმიტრი რუბოლოვლევსაც სურს, რომელიც „მონაკოს“ მფლობელიც გახლავთ.

ლი იონჰონს სურს, რომ „მილანის“ საკონტროლო პაკეტს კვლავ ის ფლობდეს და ამაში მას რუბოლოვლევი დაეხმარება, თუმცა ელიოტ მენეჯმენტს ნებისმიერი შემოთავაზების დაბლოკვა შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ფეარ პლეის წესების დარღვევისთვის „მილანი“ UEFA-მ დისკვალიფიკაციით დასაჯა და ევროტურნირებიდან ერთი წლით მოკვეთა. კლუბი ხსენებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები