ფედერერის სამწვრთნელო შტაბში ედბერგის მაგივრად ივან ლუბიჩიჩი იმუშავებს
Aa
Aa

ფედერერის სამწვრთნელო შტაბში ედბერგის მაგივრად ივან ლუბიჩიჩი იმუშავებს

17-გზის დიდი სლემის ჩემპიონმა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა თავის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა, რომ სტეფან ედბერგი მისი მწვრთნელი აღარ იქნება და მის სამწვრთნელო შტაბს ივან ლუბიჩიჩი შეუერთდება.

“ორი წარმატებული წლის შემდეგ მინდა მადლობა ვუთხრა სტეფან ედბერგს, ის ჩემი ბავშვობის კუმირია და მადლობა მას, რომ ჩემთან იყო. ეს ოცნების ახდენას გავდა. ჩვენი კონტრაქტი 2014 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ერთი წლით გახანგრძლივდა, რამაც ძალიან გამახარა. მისგან ბევრი საჩოგბურთო ნიუანსი ვისწავლე და ეს ყველაფერი ჩემს თამაშში დარჩება. ის ყოველთვის იქნება ჩემი გუნდის ნაწილი. სევერინ ლუტი დარჩება ჩემს მთავარ მწვრთნელად და მასთან ერთად ხორვატი ივან ლუბიჩიჩი იმუშავებს. ფიტნეს მწვრთნელი პიერ პაგანინი და ფიზიოთერაპევტი დანიელ ტროქსლერი ჩემს ტექნიკურ გუნდში რჩებიან” – განაცხადა ფედერერმა.

ედბერგმა ფედერერის გაწვრთნა 2013 წლის დეკემბერის თვეში დაიწყო და მათი თანამშრომლობა 2015 წლის დეკემბერის თვეში დასრულდა.

ფედერერის ახალ მწვრთნელს ივან ლუბიჩიჩს აქამდე მილოშ რაუნიჩი და ტომაშ ბერდიხი გაუწრთვნია.

ლუბიჩიჩმა საჩოგბურთო კარიერა 2012 წელს დაასრულა. ფედერერმა ლუბიჩიჩს ურთიერთშეხვედრებში 13:3 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები