ზაზა ფაჩულიამ
Aa
Aa

ზაზა ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტი" დატოვა

Yahoo Sport-ის ინფორმაციით ზაზა ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტი" დატოვა და კარიერის "დეტროიტ პისტონსში" გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.  შამs შარანიას მიხედვით ქართველმა ცენტრმა დეტროიტელებთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა რა დროშიც ანაზღაურების სახით 2.4 მილიონ დოლარს მიიღებს.

ფაჩულიამ "უორიორსის" რიგებში 2 წელი ითამაშა და ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა. 34 წლის ზაზამ ძირითად შემადგენლობაში 127 შეხვედრა დაიწყო და 16.1 წუთში საშუალოდ 5.7 ქულას და 5.3 მოხსნას აგროვებდა. მოქმედი ჩემპიონების შემადგენლობა გუშინ იონეს იერებკოთი შეივსო, რაც იმას მოასწავებდა, რომ "მეომრები" ქართველი ცენტრისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას არ აპირებდნენ.

რაც შეეხება "დეტროიტს", "პისტონსს" მომავალ სეზონში სერიოზული ამბიციები აქვს, გუნდს 2017-18 წლების საუკეთესო მწვრთნელი, დუეინს კეისი უთავკაცებს, დრამონდი-გრიფინის დუეტი კი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთ-ერთი საუკეთესოა.  ვინ იცის, იქნებ ფაჩულიას გამოცდილებამ "პისტონსს" დიდი დახმარება გაუწიოს და ლებრონის გარეშე დარჩენილი აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის საგზური მოაპოვებინოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები