WTA-მ წლის ნომინაციების გამარჯვებულები დაასახელა
Aa
Aa

WTA-მ წლის ნომინაციების გამარჯვებულები დაასახელა

WTA- გულშემატკივრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად წლის ნომინაციების გამარჯვებულები დაასახელა.

2015 წლის საუკეთესო მოთამაშე სერენა უილიამსი გახდა, რომელმაცუიმბლდონი”, “ამერიკის ღია პირველობადაავსტრალიის ღია პირველობამოიგო. უილიამსმა 53 შეხვედრა მოიგო და მხოლოდ 3 შეხვედრაში დამარცხდა.

მარტინა ჰინგისი-სანია მირზა წლის საუკეთესო წყვილად დასახელდა. ინდურ-შვეიცარულმა წყვილმა ორი დიდი სლემის ტურნირიუიმბლდონიდაამერიკის ღია პირველობამოიგო. სულ კი ჯამში 10 ტიტული მოიპოვა.

წლის ყველაზე გაუმჯობესებული ჩოგბურთელი შვეიცარიელი ტიმეა ბაჩინსკი გახდა. ბაჩინსკიმ WTA-ის ორი ტურნირი მოიგო. ტიმეაროლან გაროსისნახევარფინალში გავიდა, ხოლოუიმბლდონზემეოთხედფინალში გააღწია.

წლის საუკეთესო ახალბედა 21 წლის დარია გავრილოვა გახდა. გავრილოვამ მარია შარაპოვა და ანა ივანოვიჩი დაამარცხა.

წლის საუკეთესო დაბრუნების ტიტული ვინუს უილიამსმა დაისაკუთრა. უილიამსი 2010 წლის შემდეგ პირველად მოხვდა რეიტინგის საუკეთესო ათეულში. 41 შეხვედრა მოიგო და 13 წააგო. წელს ვინუსმა 3 ტიტული მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები