კონტე ''ჩელსის'' ტექნიკურ პერსონალს დაუპირისპირდა
Aa
Aa

კონტე ''ჩელსის'' ტექნიკურ პერსონალს დაუპირისპირდა

''ჩელსის'' ქაოტური ზაფხული გრძელდება, ანტონიო კონტე კლუბს ამჯერად წინასასეზონო ვარჯიშებზე ფეხბურთელების გამოცხადების თარიღის თაობაზე დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, რომ იტალიელს სტემფორდ ბრიჯის დატოვებას დიდი ხანია უწინასწარმეტყველებენ და ''არისტოკრატები'' მის ადგილას მაურისიო სარის დანიშვნას გეგმავენ.

თაიმსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ''ჩელსის'' ტექნიკურმა პერსონალმა მუნდიალის მიღმა დარჩენილ ფეხბურთელებს მეილი გაუგზავნა, სადაც შეატყობინა, რომ ფიზიკური კონდიციების ტესტის გასავლელად სავარჯიშო ბაზაზე შაბათს ან კვირას გამოცხადებულიყვნენ, კონტე კი მათ დაუპირისპირდა. გამოცემის ცნობით მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილებებს ჯერ კიდევ ის იღებს და ფეხბურთელთა დასაბრუნებელ დღედ უქმეების ნაცვლად ორშაბათი გამოაცხადა.

ლონდონის ''ჩელსიში'' ანტონიოს ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია, იტალიელს ''არისტოკრატებთან'' კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს , თუ ''ლურჯები'' კონტეს გუნდიდან გაშვებას გადაწყვეტენ, კომპენსაციას არა მხოლოდ ის არამედ მისი სამწვრთნელო შტაბის 9 წევრი მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები