Aa
Aa

"რედ ბული" და "რენო" ისევ ერთად არიან

"რედ ბულმა" დაადასტურა, რომ 2016 წელს კვლავაც "რენოს" ძრავებს გამოიყენებს, ოღონდ TAG Heuer-ის მარკით. შესაბამისად, მომავალ სეზონში ავსტრიული საჯინიბოს სრული სახელწოდება იქნება - Red Bull Racing-TAG Heuer RB12.

"TAG Heuer და "რედ ბული" - ორი უჩვეულო ბრენდია, რომლებსაც რბოლებისადმი ლტოლვა და ყველაფრის სხვა სტილში კეთება ახასიათებთ. ეს უნიკალური თანამშრომლობა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ TAG Heuer ყოველთვის იყო ლეგენდა ფორმულა 1-ის სამყაროში და მოხარულები ვართ, რომ მათ გადაწყვიტეს სპორტთან კავშირის გაგრძელება.

 

ჩვენ ასევე კმაყოფილი დავრჩით იმით, რომ "რენომ" დაადასტურა თავისი ერთგულება ფორმულა 1-ის მიმართ. და გვინდა მადლიერები გამოვხატოთ ამ კომპანიის მიმართ იმ წვლილისთვის, რომელიც მან 2007 წლიდან "რედ ბულის" განვითარებაში შეიტანა", - განაცხადა "რედ ბულ რეისინგის" ხელმძღვანელმა კრისტიან ჰორნერმა.

ცხელი ამბები