Aa
Aa

"რენო" 2016 წლის სეზონში საკუთარი გუნდით გამოვა

ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ფრანგულმა ავტოკონცერნმა "რენომ" ფორმულა 1-ის საჯინიბო "ლოტუსი" შეიძინა და 2016 წლის სეზონში საკუთარი გუნდით გამოვა. "რენო" 40 წელია "დიდ ცირკში" მოღვაწეობს - ან საკუთარი გუნდით იყო წარმოდგენილი ან ძრავებს აწვდიდა სხვა საჯინიბოებს.

გასულ სეზონში, "ლოტუსის" ღირსებას იცავდნენ ფრანგი რომენ გროსჟანი და ვენესუელელი პასტორ მალდონადო, რომლებიც პირად ჩათვლაში, შესაბამისად, მე-11 და მე-14 ადგილებზე გავიდნენ. თავად გუნდი კონსტრუქტორთა თასზე მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.

ამ ამბის გამოცხადების შემდეგ, გერმანულმა გამოცემა Auto Motor und Sport-მა დაწერა, რომ "რენოს" ბიუჯეტი დაახლოებით 250 მილიონი დოლარი იქნება. ცნობისთვის, სწორედ ეს თანხაა ბოლო ორი ჩემპიონატის საუკეთესო გუნდის - "მერსედესის" ბიუჯეტი.

"რენოს" გენერალურ დირექტორს კარლოს გონს მიაჩნია, რომ გუნდს სამი წელი დასჭირდება წარმატების მისაღწევად.

"იმის გათვალისწინებით, რამდენად მოტივირებულები არიან სხვა გუნდები, სამი წელი იქნება საჭირო იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანები გავხდეთ, - განაცხადა Autosport-თან კომენტარში გონმა. - გავაგრძელებთ ძრავების მიწოდებას, მაგრამ ამას ჩვენი გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე გავაკეთებთ.

 

"რენოს" მდიდარი ისტორია აქვს. 40 წელია მისი სახელი ფორმულა 1-ს უკავშირდება. ჩვენი გუნდი მეორეა მოგებებისა და ტიტულების რაოდენობით. ჩამოვრჩებით "ფერარის", მაგრამ ვუსწრებთ "მერსედესს".

ცხელი ამბები