კობი ბრაიანტი: არ ვიცი კარიერის დასრულების შემდეგ რას გავაკეთებ
Aa
Aa

კობი ბრაიანტი: არ ვიცი კარიერის დასრულების შემდეგ რას გავაკეთებ

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდამ კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ ჯერ არ იცის რა საქმეს აირჩევს კარიერის დასრულების შემდეგ. თუმცა ვეტერანი მცველი კატეგორიულად გამორიცხავს აქტიურ ბიზნესს ან სამწვრთნელო სამუშაოს.

"არ გავხდები მომდევნო მეჯიქ ჯონსონი. ჩვენ განსხვავებულები ვართ. რა შემიძლია მთელი დღე აქეთ იქით მუდმივად გაღიმებულმა ვიარო, - განაცხადა ბრაიანტმა "ლოს ანჯელეს თაიმსთან" კომენტარში. - ასევე არ მინდა გენერალურ მენეჯერად ან მწვრთნელად მუშაობა. თუ კალათბურთში დავრჩები, ეს შეიძლება დაკავშირებული იყო მხოლოდ რომელიმე კლუბის მფლობელობასთან".

კარიერის დასრულების შემდეგ, მეჯიქ ჯონსონმა მეწარმეობას მიჰყო ხელი: გახდა ყავახანების ქსელის, რესტორნების, სპორტდარბაზების და კინოთეატრების მფლობელი, შეიძინა "ლეიკერსზე" უფლებების ნაწილი, შემდეგ კლუბი "ლოს ანჯელეს დოდჯერსი".

კობი ასევე გამოეხმაურა მის სავარაუდო გამოსვლას რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე:

"მოხარული ვიქნები ისევ ვითამაშო საერთაშორისო დონეზე და სხვა დიადი სპორტსმენების გვერდით აღმოვჩნდე, - თქვა ბრაიანტმა. - თუ ვიგრძნობ, რომ შემიძლია ჩემი წვლილის შეტანა და ორგანიზმიც მზად იქნება სათამაშოდ, დიდი სიხარულით მივიღებ მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში".

ბრაიანტს ორჯერ (2008, 2012) აქვს მოგებული ოლიმპიური ოქროს მედალი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები