O Jogo: რონალდუს
Aa
Aa

O Jogo: რონალდუს "იუვეში" გადასვლა სურს!

ცნობილი პორტუგალიური გამოცემის, O Jogo-ს ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს სურვილია, რომ კარიერა ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელოს.

იტალიელები მზად არიან, 33 წლის სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ, 100 მილიონი ევრო გადაიხადონ, რონალდუს აგენტი, ჟორჟე მენდეში კი "იუვეს" ბოსებთან აქტიურ მოლაპარაკებებშია ჩართული. აღნიშნულ ცნობებს, რონალდუს მშობლიური მხარის რამდენიმე გამოცემა ავრცელებს.

გუშინ საღამოს დაიწერა, რომ რონალდუმ "იუვენტუსს" წინასწარი თანხმობა უკვე განუცხადა და ტრანსფერზე ამუშავების ნებაც მისცა, რითაც "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან არსებული არცთუ კარგი დამოკიდებულება, კიდევ უფრო გაამძაფრა.

იტალიური Mediaset Premium-ი ამბობს, რომ მენდეში ამჟამად სპეციალური წინადადების შედგენაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, იტალიური კლუბისათვის რონალდუს გადაბირება 100 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. არადა, "რეალს" კრიშტიანუს გამოსასყიდ თანხად, 1 მილიარდი ევრო აქვს დაწესებული. ცნობისათვის, კარიმ ბენზემას კონტრაქტშიც თანხის იგივე ოდენობა წერია.

კრიშტიანუ რონალდუს "სამეფო კლუბთან" ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, "იუვენტუსი" კი, მისი გამოსყიდვის შემდეგ, 4 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. პორტუგალიელის წლიური ანაზღაურება 30 მილიონ ევრომდე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები