ლიოვი გერმანიის ნაკრებში რჩება
Aa
Aa

ლიოვი გერმანიის ნაკრებში რჩება

მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი ფიასკოს მიუხედავად, იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება.

ბუნდესნაკრებმა ჯგუფში შვედეთის, მექსიკისა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ ითამაშა, მხოლოდ 3 ქულა მოაგროვა და ბოლო ადგილზე გავიდა. ისტორიაში პირველად, გერმანიამ მუნდიალის ჯგუფის დაძლევა ვერ შეძლო, თუმცა აღსანიშნავია, რომ 1938 წლის ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა და გუნდმა ასპარეზობა იქაც პირველ ეტაპზე დაასრულა.

ლიოვი აცხადებს, რომ კრიტიკა მისთვის სრულიად გასაგები და მისაღებია. გერმანელთა თავკაცი ახალი გუნდის აშენებას აპირებს.

"კრიტიკა აბსოლუტურად ლეგიტიმურია, რადგან ჩემპიონატზე მართლაც ცუდი შედეგი გვქონდა. 

ყველაფრის მიუხედავად, ვაპირებ, რომ ახალი გუნდის შენებაში მონაწილეობა მივიღო, რაც დროს მოითხოვს, მაგრამ სხვა არაფერი დაგვრჩენია, ახალ სეზონს უნდა დაველოდოთ, რომელიც სექტემბერში დაიწყება". - აცხადებს 58 წლის ლიოვი.

იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებში 2006 წლიდან მუშაობს და მასთან ერთად 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. გარდა ამისა, ევრო 2008-ზე მეორე ადგილი დაიკავა, 2010 წლის მუნდიალზე - მესამე, ევრო 2012-ზე ნახევარფინალში გააღწია, ევრო 2016-ზე კი ფინალში გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები