Aa
Aa

ვილიანი: კუადრადო დიდ კონკურენციას გამიწევს

„ჩელსის“ ბრაზილიელმა შემტევმა ვილიანმა განაცხადა, რომ მიუხედავად გუნდში ხუან კუადრადოს მოსვლისა, ის ძირითად შემადგენლობაში კოლუმბიელისთვის ადგილის დათმობას არ აპირებს და კონკურენციისთვის სრულ მზადყოფნაშია.

„ნამდვილად არ მსიამოვნებს, როდესაც გუნდში ახალი ფეხბურთელი მოდის და ის ძირითად შემადგენლობაში შენი ადგილის დაკავებას აპირებს. ჩემი მიზანი თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებაა და ამის გამო გუნდის ვარჯიშებზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. მოედანზე საკუთარი პოზიციის დათმობას ნამდვილად არ ვაპირებ“

 

„კუადრადომ ჩვენთან ერთად რამდენიმე ვარჯიში უკვე ჩაატარა. ის ძალიან კარგი მოთამაშე და პიროვნებაა და იმედი მაქვს ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ“ - განაცხადა ვილიანმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები