Aa Aa
4 მარტი 2015  |  00:00

დეხეა „მანჩესტერის“ დატოვებას არ აპირებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გოლკიპერი, დავიდ დე ხეა მის ამ ჟამინდელ კლუბის გამოცვლაზე არ ფიქრობს. ესპანელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ის მანჩესტერულ კლუბში თავს ძალიან კარგად გრძნობს.

„მანჩესტერ იუნაიტედში“ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. გულშემატკიბრებისგან და ხელმძღვანელობისგან პატივისცემასა და სრულ ნდობას ვგრძნობ. ეს კი ყველაზე მთავარია. ჯერ-ჯერობით გუნდი ისეთ თამაშს ვერ აჩვენებს, როგორიც მას შეეფერება, თუმცა ჩვენ მას დღითი-დღე ვაუმჯობესებთ“ - განაცხადა დავიდ დე ხეამ

 

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დე ხეას შეძენით მადრიდის „რეალი“ იყო დაინტერესებული. სპეციალისტები არც იმას გამორიცხავდნენ, რომ ამ ტრანსფერში მადრიდულ გუნდს შესაძლოა გარეთ ბეილიც კი ჩაერთო, თუმცა როგორც აღმოჩნდა ესპანელ მეკარეს „მანჩესტერის“ დატოვება არ სურს და სავარაუდოდ ამ გარიგებასთან დაკავშირებული ჭორები მინიმუმ ზაფხულამდე გადაინაცვლებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!