პლეა პრემიერლიგაში - ფრანგი ''ვესტ ჰემში'' ითამაშებს
Aa
Aa

პლეა პრემიერლიგაში - ფრანგი ''ვესტ ჰემში'' ითამაშებს

ფრანგული “ნიცას’’ შემტევი ალესანე პლეა კარიერას “ვესტ ჰემში’’ გააგრძელებს. Skysports-ის ცნობით მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვით სატრანსფერო თანხა 27 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. “ჩაქუჩები’’ 25 წლის ფრანგი ფორვარდის შეძენა “ნიუკასლს,’’ “ფულემსა’’ და “ტოტენჰემს’’ სურდათ.

გასულ სეზონში პლეამ ლიგა 1-სა და ევროპა ლიგაზე საერთო ჯამში 20 გოლი გაიტანა. პლეამ ფეხბურთელის კარიერა “ლიონში’’ დაიწყო, 2014 წლის აგვისტოდან კი “ნიცაში’’ თამაშობდა. პლეას საფრანგეთის 18, 19, 20 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია, თუმცა ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩი არ ჩაუტარებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები