სალაჰის გაუმჯობესებული კონტრაქტი - შეთანხმება მიღწეულია !
Aa
Aa

სალაჰის გაუმჯობესებული კონტრაქტი - შეთანხმება მიღწეულია !

მოჰამედ სალაჰმა “ლივერპულთან’’ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ბრწყინვალე სეზონის შემდეგ ინგლისურ გუნდში ეგვიპტელის ხელფასი გაორმაგდა. სალაჰის ხელფასი კვირაში 200 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ფეხბურთელის აგენტ რამი აბასსა და კლუბს შეთანხმების მისაღწევად გრძელვადიანი პერიოდი დასჭირდათ. ახალ კონტრაქტში არ წერია გამოსასყიდი თანხა, რომლის გადახდის შემთხვევაში სალაჰით დაინტერესებული კლუბი ფეხბურთელის გადაბირებას მოახერხებს.

‘‘შეთანხმება გულისხმობს, რომ მოს კლუბის სჯერა, ჩვენ კი მისი. გვსურს მსოფლიოს დონის ტალანტმა “ენფილდზე’’ აიხდინოს კარიერული ოცნებები. ვიმუშავებთ ერთად და მისი ამბიციები რეალობად იქცევა. გვსურს უფრო წარმატებული გავხდეთ, ტიტულები მოვიგოთ და ქომაგებთან ერთად ხმამაღლა ვიმღეროთ, რომ გაჩერებას არ ვაპირებთ’’ - აღნიშნა ’ლივერპულის’’ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

სალაჰი ‘‘ბაზელის,’’ ‘‘ჩელსის,’’ “ფიორენტინასა’’ და “რომას’’ ყოფილი ფეხბურთელია. 2017 წლიდან ‘‘მერსისაიდელთა’’ შემადგენლობაში ასპარეზობს. 26 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში “ლივერპულის’’ მაისურით 52 მატჩში 44 გოლი შეაგდო, 9 საგოლე გადაცემა შეასრულა და 6 ინდივიდუალური ჯილდო მოიგო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები