თავისუფალი აგენტების ბაზარი გახურდა! დურანტი, პოლი, ჯორჯი და სხვები!
Aa
Aa

თავისუფალი აგენტების ბაზარი გახურდა! დურანტი, პოლი, ჯორჯი და სხვები!

საკალათბურთო ასოციაციაში თავისუფალი აგენტების ბაზარი ოფიციალურად გაიხსნა, პირველი დღე საკმაოდ საინტერესო გამოდგა და ვერბალური თანხმობა ბევრმა გუნდს ბევრმა კალათბურთელმა მისცა. შეგახსენებთ, რომ კონტრაქტის გაფორმება მოთამაშეებს მხოლოდ 6 ივლისის შემდეგ შეეძლებათ.

პოლ ჯორჯი

პოლ ჯორჯის "ლეიკერსში" გადასვლის შესახებ ჭორები აქტიურად ვრცელდებოდა, თუმცა ჯორჯმა ყველაფერს წერტილი დაუსვა და "ოკლაჰომასთან"  4 წლიანი 137 მილიონ დოლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. 

კევინ დურანტი

როგორც მოსალოდნელი იყო კევინ დურანტმა "გოლდენ სტეიტთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. "კეიდიმ" 2 წლიანი 61.5 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.

კრის პოლი

კრის პოლსა და "ჰიუსტონს" შორის მოლაპარაკებები დიდხანს არ გაგრძელებულა. გამთამაშებელი 5 წლიან კონტრაქტს ითხოვდა, ტეხასელები კი 3-იანს სთავაზობდნენ. საბოლოდ ორივე მხარე 4 წლიან, მაქსიმალურ, ხელშეკრულებაზე შეჯერდა, რომლის მიხედვითაც პოლის ანაზღაურება 160 მილიონი დოლარი იქნება.

 ნიკოლა იოკიჩი

"დენვერი" საკუთარი ლიდერის და საკმაოდ პერსპექტიული მოთამაშის გაშვებას არსად აპირებს. კოლორადოელებმა სერბ ცენტრს 5 წლიანი, 148 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

უილ ბარტონი

"ნაგეთსმა" იოკიჩთან ერთად გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, უილ ბარტონიც დაიტოვა. ამ უკანასკნელმა "დენვერთან' 4 წლიანი 54 მილიონიანი ხელშეკრულება დადო.

რუდი გეი

"სან ანტონიო სპურსის" შარშანდელი სეზონის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, რუდი გეიმ, ტეხასიდან წასვლა გადაიფიქრა და გუნდთან  1 წლიანი, 10 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.

დაგ მაკდერმოტი

"დალას მავერიქსის" ერთ დროს საკმაოდ პერსპექტიული კალათბურთელი, დაგ მაკდერმოტი "ინდიანაში" გადავიდა. "პეისერსთან" მაკდერმოტმა 3 წლიანი, 22 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბრედ უანამეიქერი

"ევროლიგის" ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა, ბრედ უანამეიქერმა, 1 წლიანი, 932 ათასიანი კონტრაქტი, "ბოსტონ სელტიკსთან" გააფორმა. 

ჯო ჰერისი

ჯო ჰერისმა "ბრუკლინთან" 2 წლიანი, 16 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.

ერსან ილიასოვა

ერსან ილიასოვა "ფილადელფიიდან" "მილუოკიში" გადავიდა. მან "ბაქსთან" 3 წლიანი 21 მილიონიანი ხელშეკრულება დადო.

დეანდრე ჯორდანი

დეანდრე ჯორდანმა "დალასთან" სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია, თუმცა შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინაც ზუსტად იგივე მოხდა.  ESPN-ის მიხედვით ჯორდანი ტეხასელებთან ერთწლიან, 24.1 მილიონიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

არონ ბეინსი

არონ ბეინსმა "ბოსტონთან" 2 წლიანი, 11 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჯერემი გრანტი 

როგორც ჩანს "ოკლაჰომამ" ჯერემი გრანტის პოტენციას დააფასა და მსუბუქ ფორვარდს 3 წლიანი 27 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ტრევორ არიზა

როგორც მოსალოდნელი იყო ტრევორ არიზამ  "ჰიუსტონი" დატოვა. მსუბუქი ფორვარდი კარიერას არიზონაში განაგრძობს და "ფინიქსში" 15 მილიონს მიიღებს.

ედ დევისი

ედ დევისმა გუნდი კიდევ ერთხელ შეიცვალა. "პორტლენდის" მძიმე ფორვარდმა კარიერა "ბრუკლინში განაგრძო და ერთწლიანი კონტრაქტის მიხედვით 4.4 მილიონს მიიღებს.

დერიკ როუზი

დერიკ როუზმა "მინესოტაში" მშვენიერი ფლეი-ოფები ჩაატარა და გასაკვირი სულაც არაა, რომ ტიბოდოს ყველაზე ახალგაზრდა MVP-ის დატოვება სურს. "ტიმბერვულვზმა" როუზს ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის ღირებულება 2.1 მილიონი დოლარია.

მარკო ბელინელი

ლეგენდარული იტალიელი კალათბურთელი, მარკო ბელინელი, "სან ანტონიოს" დაუბრუნდა, შეგახსენებთ, რომ მარკომ "სპურსთან" ერთად ჩემპიონობის მოპოვება მოახერხა. ტეხასელებმა ბელინელის ორწლიანი, 12 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

ჯერალდ გრინი

"ჰიუსტონმა" ჯერალდ გრინი შეინარჩუნა, ტეხასელებმა  გრინს ერთწლიანი ხელშეკრულება დაუდეს და 2.4 მილიონს გადაუხდიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები