Aa
Aa

"რეალიდან" შესაძლოა 10 მოთამაშე წავიდეს

მადრიდის „რეალში“ ძირეული ცვლილებების დრო დადგა. ფლორენტინო პერესი რამდენიმე ლიდერის გაყიდვასა და მათ ნაცვლად ახალი ვარსკვლავების მოყვანას გეგმავს.

„რეალიდან“ შესაძლოა 10 მოთამაშე წავიდეს. სია ასე გამოიყურება: კასილია, ჰაკიმი, ვალიეხო, მაიორალი, მარკოს ლორენტე, სებალიოსი, კოვაჩიჩი, ბეილი, რონალდუ და ბენზემა.

როგორც ხედავთ, პრაქტიკულად ნახევარი გუნდის ბედი გაურკვეველია.

„ბლანკოსის“ ახალ თავკაცს ხულენ ლოპეტეგის ახალი ხედვები აქვს და შემადგენლობაში რამდენიმე მოთამაშის შეცვლას გეგმავს.

დღემდე გაურკვევლად რჩება კრიშტიანო რონალდუს მომავალი, რომელმაც თავისი მოთხოვნები უკვე დიდი ხანია გაასაჯაროვა და მასზე საბოლოო პასუხი ჯერაც არ მიუღია.

პორტუგალიელი ფეხბურთელის მსურველთა სია ასე გამოიყურება: „პსჟ“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“ და „მილანი“. რონალდუს ბედი მუნდიალის შემდეგ გაირკვევა.

რაც შეეხება ბეილს, უელსელი შემტევი ძირითადში გარანტირებულ ადგილს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი აგენტი პრემიერლიგიდან წინადადებებს განიხილავს.

გარეთ ბეილს ოქროს ბურთის მოგება სურს და ის ამას არც მალავს.

ბეილთან დაკავშირებით ლოპეტეგი გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.

კარიმ ბენზემას „რეალიდან“ წასვლა პრაქტიკულად ყოველ წელს ანონსდება, თუმცა ფრანგი ფორვარდი დღემდე მადრიდშია.

ზიდანის წასვლის შემდეგ ესპანური პრესა ბენზემას მადრიდულ კარიერას დასრულებულად თვლის და მის მომავალ გუნდად „ნაპოლის“ ასახელებს.

ნეაპოლელთა ახალი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ბენზემას დიდი თაყვანისმცემელია და ფრანგი ფორვარდის თავის გუნდში ხილვა სურს.

მოლაპარაკებები პირველი ივლისიდან დაიწყება.

ხსენებული სიიდან გუნდს ყველა არ დატოვებს, თუმცა დიდი ნაწილის წასვლა საკმაოდ რეალურია.

თადარიგში ყოფნით უკმაყოფილო კასილია და კოვაჩიჩი „რეალიდან“ წასვლას გეგმავენ და ისინი მსურველების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიან.

„რეალში“ დიდი ცვლილებები იგეგმება და მადრიდელებს შეცდომების დაშვების უფლება არ აქვთ.

ზედიზედ სამჯერ ლიგის მომგებ „რეალს“ შესაძლოა მოტივაციის პრობლემა შეექმნას და ასეთ დროს, სწორედ ახალი სისხლია საჭირო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები