ისევ სიმონი! - ბასილაშვილის მუდმივი მეტოქე პირველ წრეში?!
Aa
Aa

ისევ სიმონი! - ბასილაშვილის მუდმივი მეტოქე პირველ წრეში?!

როლან გაროსის 2017 და 2018 წლების გათამაშების პირველ წრეში შეხვედრის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი და ჟილ სიმონი უიმბლდონის საწყის რაუნდშიც ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ.

ქართველმა ჩოგბურთელმა ბალახის საფარზე წელს 8 მატჩი გამართა, რომელთაგანაც 4 სათავისოდ დაასრულა, სიმონს კი 4-დან 3 მარცხი აქვს. 

ფრანგის კოზირი სწრაფი საფარი სულაც არაა, ამიტომ ნიკოლოზს მისი დამარცხების გაცილებით უკეთესი შანსი აქვს, ვიდრე მაგალითად თიხის საფარზე, რომელზეც გამოცდილ მეტოქეს ერთხელ მოუგო, რამდენიმე კვირის წინ კი თავად დამარცხდა. ბასილაშვილი და სიმონი ერთმანეთს 3-ჯერ შეხვდნენ და ფრანგი 2:1-ს იგებს.

შეხვედრის დაწყების ზუსტი დრო ოდნავ მოგვიანებით გვეცოდინება, წყვილის გამარჯვებული კი მე-2 წრეში, ჯეკ სოკს ან მატეო ბერეტინის დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ქართველმა უიმბლდონის წინა გათამაშება მე-2 რაუნდში დაასრულა. მან ჯერ კარლოს ბერლოკს მოუგო, შემდეგ კი სემ ქუერისთან 4 სეტში წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები