სუსო შესაძლოა
Aa
Aa

სუსო შესაძლოა "რეალში" გადავიდეს

„მილანის“ ესპანელი შემტევი სუსო შესაძლოა მადრიდის „რეალში“ აღმოჩნდეს.

Football-Italia-ს ცნობით, ფეხბურთელის პირადმა აგენტმა ალესანდრო ლუჩიმ თავისი კლიენტი „რეალს“ შესთავაზა.

სუსოს გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროა. ეს ფასი მხოლოდ არაიტალიურ გუნდებზე ვრცელდება. სერია A-ს წარმომადგენელთათვის გადასახადი გაცილებით მეტია.

„რეალის“ ამჟამინდელი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი სუსოს ესპანეთის 19 და 20-წლამდელთა ნაკრებში ავარჯიშებდა და მის შესაძლებლობებს კარგად იცნობს.

მადრიდელებს სუსოს შეძენა ადრეც სურდათ, თუმცა ახალგაზრდა ესპანელი ხელში „ლივერპულმა“ ჩაიგდო.

ფლორენტინო პერესი გუნდში დიდ ცვლილებებს გეგმავს და სუსოს სახელი არსებულ დიდ სიაში ერთ-ერთია.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის სუსოს „მილანის“ მაისურით 95 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე  15 გოლი და 26 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები