ოფიციალურად: UEFA-მ
Aa
Aa

ოფიციალურად: UEFA-მ "მილანი" ევროთასებიდან მოკვეთა - "როსონერი" გასაჩივრებას გეგმავს

UEFA-მ „მილანი“ ფეარ პლეის წესების დარღვევის გამო ევროტურნირებიდან ოფიციალურად მოკვეთა.

ევროპა ლიგაზე „მილანის“ ნაცვლად „ატლანატა“ ითამაშებს, ხოლო ბერგამოელთა საპლეიოფო ადგილს „ფიორენტინა“ დაიკავებს.

იტალიელები ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. ამის შესახებ კლუბმა ოფიციალურად განაცხადა.

როგორც მოგეხსენებათ, სილვიო ბერლუსკონიმ „როსონერი“ ჩინელ ინვესტორებს მიჰყიდა, რომლებმაც ტრანსფერებში 200 მილიონი ევრო დახარჯეს.

როგორც აღმოჩნდა დახარჯული თანხა გამომუშავებულზე მეტი გამოდგა და UEFA-მ იტალიური გრანდი ევროტურნირებიდან მოკვეთა.

წესების თანახმად, არავის აქვს იმის უფლება, რომ შემოსავალზე მეტი დახარჯოს. იგივე საფრთხე „პსჟ“-საც ემუქრება, რომელსაც ვადა ზაფხულის ბოლომდე აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები