ბასილაშვილი ანტალიის ტურნირის 1/4 ფინალში ვესელის შეხვდება
Aa
Aa

ბასილაშვილი ანტალიის ტურნირის 1/4 ფინალში ვესელის შეხვდება

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 250-იანთა კატეგორიის ტურნირის 1/4 ფინალურ სტადიაზე, ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩეხ ჟირი ვესელის დაუპირისპირდება.

ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 76-ე ჩოგანია, რობერტო კარბალეს ბაენა და დუშან ლაიოვიჩი დაამარცხა, ვესელიმ კი ჯორდან ტომპსონსა და ფერნანდო ვერდასკოს სძლია.

ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. რაც შეეხება მათ შედეგებს ბალახზე, ვერ ვიტყვით, რომ რომელიმესთვის ეს საყვარელი საფარია. მართალია, ვესელის კარგი ჩაწოდება აქვს, თუმცა ის გრუნტის საფარს ანიჭებს უპირატესობას, ბასილაშვილს კი უფრო ჰარდზე თამაში უყვარს და გამოსდის.

ამ წყვილის გამარჯვებული, 1/2 ფინალში, ერბერისა და ჯუმჰურის მატჩის მოგებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები