რივერსი გორტატის სანაცვლოდ,
Aa
Aa

რივერსი გორტატის სანაცვლოდ, "კლიპერსმა" ოსტინი გაუშვა

დოკ და ოსტინ რივერსის ლოს-ანჯელესური დღეები დასრულდა. ადრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით „კლიპერსმა“ ოსტინ რივერსი „ვაშინგტონში“ მარჩინ გორტატის სანაცვლოდ გაუშვა.

ლოს-ანჯელესელთა შემადგენლობაში რივერსი შარშან 15.1 ქულას, 2.5 გადაცემას და 4 მოხსნას აგროვებდა. იგი 2012 წლის დრაფტზე მეათე ნომრად აირჩიეს და მან ბოლო 4 წელიწადი „კლიპერსის“ შემადგენლობაში გაატარა.

გორტატი ძლიერი ვეტერანია, რომელსაც კარგად თამაში, როგორც დაცვაში ასევე შეტევაში შეუძლია. პოლონელი ცეტრი გასულ სეზონში საშუალოდ 8.4 ქულას და 7.6 მოხსნას აგროვებდა.

„კლიპერსი“ გორტატს დეანდრო ჯორდანის შემცვლელად განიხილავს. ამ უკანასკნელს გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩენა ან თავისუფალ აგენტთა ბაზარზე გასვლა შეუძლია. თუ დეანდრე „კლიპერსში’ დარჩება, ლოს-ანჯელესელები მის გაცვლას აქტიურად შეეცდებიან.

დეანდრე ჯორდანით „დალას მავერიქსია“ დაინტერესებული, რაც შეეხება ოსტინ რივერსს, ეს უკანასკნელი „ვაშინგტონის“ სათადარიგო სკამს უდავოდ გააძლიერებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები