Aa
Aa

როხო: "ბანეგასა და ოტამენდის ვუთხარი, რომ გოლის გასატანად მივდიოდი"

არგენტინასა და ნიგერიას შორის გამართული დრამატული მატჩის შემდეგ, შეხვედრაში გადამწყვეტი გოლის ავტორმა მარკოს როხომ პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

"შეტევაში წავედი, რათა ეს გამეკეთებინა. ბანეგასა და ოტამენდის ვუთხარი, რომ გოლის გასატანად მივდიოდი. ეს გოლი იყო ჩემი ოჯახისთვის, ჩემი ძმისთვის, ჩემი მეუღლისთვის, ჩემი ქალიშვილისთვის.

ახლა ჩვენი გავარდნის დრო არ იყო. ეს ბიჭები გაცილებით მეტს იმსახურებენ ვიდრე ნებისმიერი სხვა. ყველაფერი ახლა იწყება".

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში ხორხე სამპაოლის გუნდი საფრანგეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები