მესი:
Aa
Aa

მესი: "ეს მაისური ყველაფერზე წინ დგას"

სანქტ-პეტერბურგში მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე ჩატარებული მატჩებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი, დაძაბული და დრამატული შეხვედრა გაიმართა. არგენტინამ ნიგერია 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ "ალბისელესტეს" ათიანმა ლეო მესიმ სოცალურ ქსელში ქომაგებს მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ყველას მადლობას ვუხდი ვინც დღეს აქ არის, მადლობა მათ მიერ გაღებული მსხვერპლისთვის, ასევე მათაც ვინც არგენტინაში დაბრუნდა, რომლებიც ყოველთვის მხარს გვიჭერდნენ ჩვენ.

ეს მაისური ყველაფერზე წინ დგას.

არ მახსენდება, რომ ოდესმე დღევანდელი მატჩის მსგავსად რომელიმე შეხვედრა ასეთი ხანგრძლივი და რთული ყოფილიყო, თუმცა საბოლოოდ ჩვენ შედეგს მივაღწიეთ.

შეხვედრა ძალიან მომქანცველი გამოდგა. პირველ ნახევარში ბურთს ვაკონტროლებდით და ველოდით, რომ მეორე ნახევარშიც ასევე გაგრძელდებოდა, თუმცა პენალტმა ყველაფერი შეცვალა.

შემდეგ ავნერვიულდით და დროც უფრო სწრაფად გადიოდა. დაიწყო პანიკა, ნერვების თამაში. მერვედფინალში გასასვლელად გოლის გატანა გვჭირდებოდა და აი ისიც".

შეხვედრაში ანგარიში მესიმ გახსნა და მუნდიალზე ეს მისი პირველი გოლი იყო. გამარჯვების გოლის ავტროი კი 86-ე წუთზე მარკოს როხო გახდა.

 შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში არგენტინა საფრანგეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები