„ვემშვიდობები კლუბს, რომელმაც ჩემთვის ყველაფერი გააკეთა“ - „რეალს“ ვინისიუს ჟუნიორი შეუერთდა
Aa
Aa

„ვემშვიდობები კლუბს, რომელმაც ჩემთვის ყველაფერი გააკეთა“ - „რეალს“ ვინისიუს ჟუნიორი შეუერთდა

უნიჭიერესი ბრაზილიელი ფეხბურთელი, ვინისიუს ჟუნიორი, საკუთარ გუნდს თვალცრემლიანი დაემშვიდობა. 17 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი „მადრიდის რეალთან“ გააფორმა და „ფლამენგოდან“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებს 38 მლნ ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა.

ვინისიუს ჟუნიორმა სამეფო კლუბთან კონტრაქტი გასულ წელს გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის მადრიდელებს, 18 წლის ასაკში უნდა შეუერთდეს. ნეიმარის შემდეგ, ვინისიუსი პირველი ბრაზილიელი ფეხბურთელია, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებენ.

ნიჭიერმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „ფლამენგოში“ ბოლო პრესკონფერენცია გამართა, რომელიც საკმაოდ ემოციური გამოდგა. ვინისიუსმა თავი ვერ შეიკავა და პრესკონფერენციის დროს ატირდა.

„ვემშვიდობები კლუბს, რომელმაც ჩემთვის ყველაფერი გააკეთა, რათა ჩემი ოცნება - „მადრიდის რეალში“ თამაში აეხდინა. ვოცნებობ ესპანეთში იგივე გავაკეთო, რაც რონალდომ და რონალდინიომ გააკეთეს. ახალი გამოწვევებისთვის მზად ვარ, ეს კი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოწვევაა. მსურს ადაპტაციის პერიოდი მალევე გავიარო, რათა „რეალში“ ბედნიერი ვიყო.“

ვინისიუსმა „ფლამენგოში“ ბოლო მატჩი ივნისის დასაწყისში ჩაატარა. მან 15 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები