კინტერომ
Aa
Aa

კინტერომ "რეალისა" და "ბარსელონას" ყურადღება მიიპყრო

კოლუმბიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ხუან კინტერო გრანდების ყურადღების ცენტრში მოექცა.

ხამესის, ფალკაოსა და კუადრადოს ფონზე,  კინტერომ შეძლო და თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინა.

25 წლის შემტევით „რეალი“ და „ბარსელონა“ ინტერესდებიან.

კინტერო პორტუგალიური „პორტუს“ საკუთრებაა და 2013 წლიდან დღემდე განათხოვრებულია.

კოლუმბიელი ფეხბურთელი დღეს „რივერ პლეიტში“ ასპარეზობს და მისი შეძენა 5 მილიონ ევროზე ნაკლებადაა შესაძლებელი, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაში კინტეროს ფასს საგრძნობლად გაზრდის.

კინტერო მუნდიალის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით გაცილებით ძლიერ გუნდში და მაღალი დონის ჩემპიონატში ითამაშებს.

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში კოლუმბია სენეგალს დაუპირისპირდება და კინტეროს თავის გამოჩენის შანსი კიდევ ერთხელ მიეცემა.

ნიგერიასთან გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, ანხელ დი მარიამ 2014 წლის მუნდიალი გაიხსენა და პრესას მოუყვა, თუ როგორ არ მისცა „რეალმა“ გერმანიასთან ფინალში თამაშის უფლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები