''მოურინიოსთან მცირე პრობლემები მქონდა'' - პოგბამ შესაძლოა კლუბი დატოვოს
Aa
Aa

''მოურინიოსთან მცირე პრობლემები მქონდა'' - პოგბამ შესაძლოა კლუბი დატოვოს

2016 წელს ტურინის ''იუვენტუსიდან'' 89 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ ''მანჩესტერ იუნაიტედში'' გადასული პოლ პოგბა აღიარებს, რომ გასულ სეზონში ჟოზე მოურინიოსთან პრობლემები ჰქონდა.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მესამე ტურის წინ პოლ პოგბამ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

''მანჩესტერ იუნაიტედში'' გატარებულ პირველ სეზონთან შედარებით მეორე უკეთესი იყო. ეს იყო გამოცდილება. მოურინიოსთან მუშაობისას არსებობდა პატარა პრობლემები, მაგრამ ბოლოს ყველაფერი კარგად იყო, პრობლემები მოგვარდა'' - აღნიშნა 25 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა.

პოგბამ გასულ სეზონში ''მანჩესტერ იუნაიტედის'' შემადენლობაში 37 მატჩი ჩაატარა. ჟოზე მოურინიომ ოთხ მატჩში სათადარიგოთა შორის დატოვა და არ ათამაშა. ასევე 4 მატჩში სათადარიგო იყო და მატჩის მიმდინარეობისას ჩაერთო თამაშში.

ამასთან დაკავშირებით პოგბა ამბობს: ''სათადარიგოთა სკამზე ჯდომა გაზრდაში გეხმარება. მე მივიღე ეს გამოწვევა.''

მიუხედავად იმისა, რომ პოგბას მტკიცებით მოურინიოსთან პრობლემები აღმოფხვრილია, Sportsmail-ის ცნობით ფრანგი იმ ფეხბურთელთა სიაშია, რომლებიც შესაძლოა ''წითელმა ეშმაკებმა'' გაყიდონ.

მიმდინარე ზაფხულში შესაძლოა ''მან. იუნაიტედის'' ფეხბურთელები ანტონი მარსიალი, დელი ბლინდი და მატეო დარმიანი ''ოლდ ტრაფორდიდან'' გაემგზავრონ.

გასული სეზონის მიწურულს პოგბამ მედიასთან საუბარში განაცხადა:“ „კარგია, როდესაც მწვრთნელს და ფეხბურთელებს შენი სჯერათ. აქვე მინდა მადლობა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო, რომელმაც ხმა მომცა. ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ასოციაციის თასის ფინალში გამარჯვებაა და იმედი მაქვს, რომ სეზონს დადებით ნოტაზე დავასრულებთ“.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მინო რაიოლამ პოგბას ტრანსფერი „პსჟ“-ს შესთავაზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები