Aa
Aa

ტოჩინოშინი „ნაგოია ბაშოზე“ გამარჯვებას უმიზნებს

„ნაგოიას ბაშოს“ წინ გამოქვეყნებულ ბანძუკეს იაპონური მედია გამოეხმაურა. იაპონიის სუმოს ფედერაციის ახალ რეიტინგში ტოჩინოშინი ოძეკის სტატუსითაა მოხსენიებული, რაც ქართული სუმოსთვის ისტორიული მოვლენაა.

ლევან გორგაძემ პრესის წარმომადგენლებთან დაწინაურებაზე, მომავალ ბაშოზე და საქართველოში ვიზიტზე ისაუბრა.

„ბანძუკეში ასოების ზომების გაზრდით ძალიან ბედნიერი ვარ, ნაგოია ბაშოზე მხოლოდ საჩემპიონო ტიტულისთვის ვიბრძოლებ“.

„ვერ წარმოვიდგენდი საქართველოში ვიზიტი ასეთი თუ გამოვიდოდა. სულ დაკავებული ვიყავი და ოჯახთან ძალიან ცოტა დროის გატარება მოვახერხე“.

შეგახსენებთ, რომ „ნაგოია ბაშო“ 8 ივლისს დაიწყება და 22-ში დასრულდება. ტოჩინოშინთან ერთად ნაგოიაში კიდევ ორი ოძეკი, გოეიდო და ტაკაიასუ, იასპარეზებს. აღნიშნული დუეტი ბაშოზე „კადობანით“ იჭიდავებენ, რაც ნიშნავს, რომ თუ მათ 8 მოგებაზე მეტი ვერ გაიფორმეს სეკივაკეს წოდებამდე დაქვეითდებიან.

P.S - ასევე იხილეთ CRYSTALSPORT.GE-ს მიერ გახმოვანებული დოკუმენტური ფილმი სუმოს შესახებ ---->  სუმო - ტრადიციის სილამაზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები