იბორა შესაძლოა ''სევილიაში'' დაბრუნდეს
Aa
Aa

იბორა შესაძლოა ''სევილიაში'' დაბრუნდეს

ანდალუსიური მედიის ცნობით “ლესტერის’’ ნახევარმცველი ვისენტე იბორა შესაძლოა “სევილიაში’’ დაბრუნდეს. 30 წლის ესპანელი ნახევარმცველი ინგლისურ კლუბს 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა, თუმცა პრემიერლიგის სადებიუტო სეზონში მხოლოდ 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

შესაძლოა იბორას “სევილიაში’’ დაბრუნების საკითხი კონტრაქტის ფინანსურმა მხარემ შეაფერხოს. ლა ლიგასთან შედარებით იბორა პრემიერლიგაში გაცილებით მაღალშემოსავლიანია.

გასულ სეზონში ''სევილიადან'' წასვლის შემდეგ იბორამ შემდეგი კომენტარი გააკეთა: ''არ გემშვიდობებით. მოგვიანებით ისევ შევხვდებით. მე ვტოვებ ჩემს სახლსა და მეგობრებს, მაგრამ ვიცი რომ დავბრუნდები.''

იბორამ, რომელსაც ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში არასდროს უთამაშია, კარიერის დიდი ნაწილი ლა ლიგაში გაატარა. 2008-13 წლებში “ლევანტეს’’ შემადგენლობაში ასპარეზობდა, 2013 წლიდან გასული სეზონის დაწყებამდე კი “სევილიას’’ ფეხბურთელი იყო. იბორამ სევილიურ გუნდთან ერთად ევროპა ლიგის გათამაშება სამჯერ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები