Aa
Aa

მარადონა: "უნდა მივხვდეთ, რომ ერთი კაცი თასს ვერ მოიგებს"

ხორვატიასთან სამარცხვინოდ წაგებული მატჩის შემდეგ არგენტინის ნაკრებსა და ლეო მესის ფაქტიურად ყველა აკრიტიკებს.

ლეგენდარულმა დიეგო არმანდო მარადონამ არგენტინულ OLE-სთან საუბარში მესის მხარი დაუჭირა და რეალური პრობლემები დაასახელა.

„მესიმ ითამაშა, როგორც მას შეუძლია, მან ყველაფერი გააკეთა. რთულია, რომ თანაგუნდელების პრობლემები მარტომ მოაგვარო.

მე ვიცოდი, თუ რას იზამდნენ ჯიუსტი, ბატისტა და ვალდანო. ვიცოდი მათთვის გრძელი გადაცემა უნდა გამეკეთებინა, თუ მოკლე. უმთავრესი იყო, რომ ბურთი მეტოქისთვის არ ჩამებარებინა.

მესიმ ეს არ იცის. თანაგუნდელებს კი მესიმდე ბურთი ვერ მიაქვთ.

ეს გუნდურობისა და ორგანიზების პრობლემაა. ისინი გუნდის ლიდერთან ნაკლებად არიან შეთამაშებულნი.

უნდა მივხვდეთ, რომ ერთი კაცი თასს ვერ მოიგებს. პრობლემა ფეხბურთის ფედერაციიდან დაწყებული სამპაოლის ასისტენტით დამთავრებული ყველგან არის. მათ ლიდერობა ვერ იტვირთეს“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურის შეხვედრები 27 ივნისს 22:00 საათზე გაიმართება და მატჩები პარალელურად დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები