ხოსე ენრიკე ტვინის იშვიათ სიმსივნეს ებრძვის
Aa
Aa

ხოსე ენრიკე ტვინის იშვიათ სიმსივნეს ებრძვის

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ხოსე ენრიკემ, ტვინის იშვიათ სიმსივნესთან ბრძოლის სირთულეებზე ისაუბრა და გულშემატკივრებს ოპერაციის წარმატებით დასრულება აუწყა.

ენრიკე ფეხბურთიდან 2017 წელს მუხლის ტრავმის გამო წავიდა და შაბათს დილით საკუთარ პრობლემებზე „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ პოსტში ისაუბრა.

„ბოდიშს გიხდით, ბოლო დროს არ ვჩანდი, რადგან ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი მქონდა. ერთი თვის მანძილზე ბევრი რამ მოხდა, შემატყობინეს, რომ ტვინის იშვიათი სიმსივნე მქონდა და მის ამოსაკვეთად ოპერაციაც ჩამიტარდა. სარეაბილიტაციო პერიოდს გავდივარ და მადლობელი ვარ! ცხოვრება ნამდვილად ძვირფასი რამაა“.

ენრიკეს ბრძოლას ქომაგები და მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებიც გამოეხმაურნენ. ფილიპე კოუტინიომ, ლუის სუარესმა, კეილორ ნავასმა, პეპე რეინამ, პაულო დიბალამ და ფედერიკო ფასიომ ვიდეომიმართვები გაავრცელეს, სადაც მეგობარს გამოჯანმრთელება უსურვეს და მასზე მზრუნველ სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადეს.

„მარკასთან“ საუბრისას ხოსე ენრიკემ დიაგნოზის დადგენის ისტორია და მკურნალობის პროცესების სირთულეზე ისაუბრა.

სასტუმროში მისვლისთანავე თავის მსუბუქი ტკივილი ვიგრძენი, რომელიც ნელ-ნელა აუტანელი გახდა. მეორე დღეს თვალებთან დაკავშირებული პრობლემები გამიჩნდა და მხედველობის გაორება დამეწყო“.

„საავადმყოფოს ერთ-ერთ ოთახში დიდხანს ვიჯექი და 9 საათის გასვლის შემდეგ კომპიუტერული ტომოგრაფია ჩამიტარდა. ტესტმა პრობლემები აჩვენა და მაშინვე ლონდონის „სენტ ჯორჯის“ საავადმყოფოს ნევროლოგიურ განყოფილებაში გამგზავნეს, სადაც ორი ღამე გავატარე“.

„ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი დღეები იყო. ლოგინში ვიწექი და 4-5 დღის განმავლობაში ვერ ვმოძრაობდი“...

სიმსივნე, რომელიც ხოსე ენრიკეს აღმოუჩინეს საკმაოდ იშვიათია და თვალის უკან წარმოიქმნება. მისი დამარცხება ადვილი ნამდვილად არაა, თუმცა „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ფოტოზე „ლივერპულის“ ყოფილი მცველი იმედისმომცემად გამოიყურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები