''სამეფო კლუბმა'' პირველი ტრანსფერი განახორციელა - ლუნინი ''რეალში,'' მახარაძე ''ზორიაში''
Aa
Aa

''სამეფო კლუბმა'' პირველი ტრანსფერი განახორციელა - ლუნინი ''რეალში,'' მახარაძე ''ზორიაში''

საფეხბურთო კლუბმა მადრიდის ''რეალმა'' მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას პირველი ტრანსფერი დაადასტურა. ''სამეფო კლუბის'' შემადგენლობაში 19 წლის უკრაინელი მეკარე ანდრეი ლუნინი ითამაშებს. ესპანურმა გრანდმა ტრანსფერის სანაცვლოდ ლუგანსკის ''ზორიას'' 14 მილიონი ევრო გადაუხადა.

ლუნინი 1999 წლის თებერვალში დაიბადა. მან სადებიუტო მატჩი უკრაინის ნაკრებში უკვე ჩაატარა. ლუნინმა საუდის არაბეთის წინააღმდეგ ითამაშა.

ლუგანსკის ''ზორიამ'' ლუნინის შემცვლელად ქართველი მეკარე ზაურ მახარაძე დაიმატა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე დონეცკის ''ოლიმპიკიდან'' ლუგანსკურ კლუბში გადავიდა.

ლუნინმა უკრაინის პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩი 2016-17 წლების სეზონში ჩაატარა. გასულ წელს ლუნინმა ევროპა ლიგის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა. 19 წლის მეკარემ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბილბაოს ''ატლეტიკის'' წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. ''ზორიამ'' ბასკეთში გამარჯვება მოიპოვა, ლუნინმა კი გოლი არ გაუშვა. ლუნინი 2016-17 წლების სეზონში ''დნიპროს'' ფეხბურთელი იყო, გასული სეზონი კი ლუგანსკის ''ზორიაში'' გაატარა.

უკრაინელს კეილორ ნავასთან კონკურენცია მოუწევს, რადგან კოსტარიკელი მეკარე ''რეალის'' სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრია, თუმცა ''სამეფო კლუბს'' სურს კონკურენცია კიდევ უფრო გამძაფრდეს და შესაძლოა ალისონი ''რომადან'' ''რეალში'' გადაბარგდეს.

ლუნინი ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი სამი სეზონის ტრიუმფატორს შეუერთდება, რომელმაც გასულ სეზონში ლა ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები