ემანუელ პეტი:
Aa
Aa

ემანუელ პეტი: "მესის რონალდუს მსგავსი ლიდერის თვისებები არ აქვს"

„ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელის, ემანუელ პეტის მიხედვით, ლეო მესის კრიშტიანუ რონალდუს მსგავსი ლიდერის თვისებები არ აქვს და საკუთარი გუნდის გაძღოლა არ შეუძლია.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესი საშინლად გამოიყურება. არგენტინა, ხორვატიასთან 3-0 მარცხის შემდეგ მუნდიალის მიღმა დარჩენის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. ლეომ ისლანდიასთან თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, ხოლო ხორვატიასთან ანტირეკორდი დაამყარა და ბურთს მხოლოდ 49-ჯერ შეეხო! რაც შეეხება რონალდუს, კრიშტიანუმ ესპანეთთან ჰეთ-თრიქი შეასრულა და მაროკოს გამარჯვების გოლი გაუტანა.

ხორხე სამპაოლის გუნდს ბოლო ტურში ნიგერიის დამარცხება მართებს და იმედი უნდა იქონიოს, რომ ისლანდიამ ხორვატებს დიდი სხვაობით ვერ მოუგოს.

„Paddy Power“-თან საუბრისას პეტიმ განაცხადა: “მესის რონალდუს მსგავსი ლიდერის თვისებები არ აქვს. ლეო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მას ლიდერის მენტალიტეტის გამოვლენა აუცილებლად მართებს".

„მესიმ უნდა გაიღვიძოს! როდესაც ყველაფერი კარგად მიდის ის „ბარსელონაში“ საოცრად ასპარეზობს. თუმცა წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე ვნახეთ, რომ თუ თამაში ცუდად მიდის, მესი უბრალოდ ქრება! ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მინდორზე აღარაა, სირბილის ნაცვლად დადის და ბურთის მოსაპოვებლადაც არ იბრძვის“.

არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა მესის გმირობის შედაგად მოახერხა, მაგრამ მისმა საოცარმა თამაშმა სამპაოლის ტაქტიკის უარყოფითი მხარეები გადაფარა, რამაც მუნდიალზე გუნდს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. პეტი თვლის, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენა არგენტინელების გამოღვიძების ერთადერთი საშუალებაა.

„ნაკრების სხეულის ენა ყველაფერს ამბობდა. ფეხბურთელების მოძრაობაში საკუთარი თავის რწმენა და თანაგუნდელების მიმართ არსებული ნდობა საერთოდ არ იგრძნობოდა. არგენტინის ჯგუფიდან გასვლა სირცხვილი იქნება. ისინი ისლანდიის და ხორვატიის წინააღმდეგ საშინლად გამოიყურებოდნენ და სიმართლე გითხრათ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხონ“.

„სამპაოლიმ ბევრი შეცდომა დაუშვა, მან ოპტიმალური შემადგენლობა ვერ შეარჩია და ვერცერთი ცვლილება ვერ გამოიცნო“.

„წარსულში არგენტინას საოცარი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ბევრი კარგი გუნდი ჰყავდა და წლევანდელი ნაკრები მათ არაფრით ჰგავს. ისინი საშინლად გამოიყურებიან და სწორხაზოვან ფეხბურთს თამაშობენ“.

  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები